როლებში: ჯონი მესნერი, ქედი სთიქლენდი, მეთიუ მერსდენი, ნიკოლას გონსალესი
აღწერა: სამეცნიერო ექსპედიცია, რომლის სპონსორიც ფარმაცეფტიული კომპანიაა, მიემგზავრება ბორნეოს კუნძულზე შავი ორქიდეის მოსაძებნად. თურმე ამ ყვავილს არაჩვეულებღივი თვისებები აქვს: ის სიცოცხლეს ახანგრძლივებს და ახალგაზრდობას უბრუნებს ორგანიზმს. ჭორები დადასტურდება: ყვავილი არსებობს, ენერგიას მმატებს და ახანგრძლივებს ჯუნგლების მაცხოვრებლების სიცოცხლეებს...
აღწერა: ფატალურ მოვლენებმა შეიძლება ძალაუფლება ვამპირების ხელში ჩააგდონ. ბლეიდი - ერთადერთია, ვისაც შეუძლია შეაჩეროს საშინელი ცვლილებები და შეებრძოლოს სამყაროს გარდაქმნას ”ვამპირების პლანეტაში”.ბლეიდის შესაჩერებლად ვამპირების ლიდერები მასზე დააქეზებენ ადამიანებს. პოლიცია იმაზე იწყბს ნადირობას, ვისაც ეხლა საშინელ მონსტრად თვლიან...
როლებში: მეიბლ რივერა, ბელენ რუედა, ფერნანდო კაიო, როჯერ პრინცეპი, მონტსერატ კარულა, ანდრეს გერტრუდისი
აღწერა: ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წლები ლაურამ გაატარა ობოლთა თავშესაფარში სანაპიროზე. საყვარელმა მასწავლებლებმა მას მშობლები შეუცვალეს, მეგობრებმა კი და–ძმა. ოცდაათი წლის შემდეგ ლაურა დაბრუნდა თავისი ბავშვობის ადგილას ქმართან და შვიდი წლის ვაჟთან. ის ოცნებობს მის აღდგენას და ახალი თაშესაფარის გახსნას. თუმცა მთავარი გმირი გააოცეს ცვლილებებმა, რომლებიც მის შვილთან მოხდა.
როლებში: მაიკლ ფასბენდერი, ქელი რეილი, ტარა ელისი, ჯეკ ოქონელი, ფინ ატკინსი, თომას ტურგუსი
აღწერა: ახალგაზრდა წყვილი რომანტიული უიქენდის გასატარებლად ქალაქგარეთ ველურ ტყეში ზეციურ ტბაზე მიემგზავრება..სთივი და ჯენი დაქორწინებას,დიდხანს ცხოვრებას და ერთ დღეს სიკვდილს აპირებენ.მაგრამ არც ერთი მათგანი არ იფიქრებდა,რომ სიკვდილი ასე ახლოა და ეს დღე ხვალ დადგება. განმარტოვებულ წყვილს თავგადასავლების მაძიებელი სულელი და აგრესიული მოზარდების ბანდა მიადგება.უფროსების გასაღიზიანებლად ისინი წყვილს ნივთებს მოპარავენ,მანქანას გაუფუჭებენ და ბოლოს სთივს თავს დაესხმევიან.მათი შეჩერება შეუძლებელია.
როლებში: ჯეკ ნიკოლსონი, მიშელ პფაიფერი, კრისტოფერ პლამერი, ეილინ ატკინსი, ჯეიმს სპეიდერი
აღწერა: უილ რენდალი ორი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით - ის წარმატებული წიგნების მწარმოებელია, ღამით - ჯოჯოხეთიდან ამოსული მხეცი, რომელიც ყველაფერ ცოცხალს ანადგურებს. ასეთი ცხოვრება მას სულაც არ ტანჯავს - ის დაუსჯელი და თავისუფალია, მხეცის ინსკინკტები კი მხოლოდ ეხმარებიან მას ცხოვრებაში. ის მხოლოდ პირველი შეხედვიდანაა ჩვეულებრივი ადმიანი, ჩახედეთ თვალებში - ეს მგლის თვალებია!..
აღწერა: საფრანგეთი, XVIII საუკუნის მეორე ნახევარი. ჟევადანში საშინელი არსება გაჩნდა, რომელსაც ხალხი მხეცს ეძახის, ის დაუნდობლად კლავს ქალებს და ბავშვებს. მხეცი მოუხელთებელი სჩანს, ის უამრავშემორტყმულ ალყიდანაც კი გაიქცა, მას ტყვიებიც არ კლავს, ის ისევე უეცრად ქრება, როგორც ჩნდება, და მხოლოდ რამოდენიმეს ცოცხლად დარჩენილს მასთან შეხვედრის მერე შეუძლია ის აღწეროს.